„ლივერპულისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონი მხოლოდ ნოემბრის სანაკრებო პაუზისას შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, – იტყობინება Sky Sports.
უფრო ადრე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ 32 წლის მეკარე რამდენიმე კვირას გამოტოვებს მუხლის ტრავმის გამო, რომელიც პრემიერლიგის მეშვიდე ტურში მიიღო „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ.
წყაროს ცნობით, ალისონის აღდგენას ექვსი კვირა დასჭირდება. შესაბამისად, ბრაზილიელი გამოტოვებს პრემიერლიგის მატჩებს „ჩელსის“, „არსენალის“, „ბრაიტონისა“ და „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, ასევე ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგთან“ და „ლევერკუზენთან“.