ალის ვაიდელი – ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია კოტრდება, მერცი კი უბრალოდ უმოქმედოდ არის და უყურებს, როგორ იხრჩობიან მცირე და საშუალო საწარმოები
ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია კოტრდება, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში წერს და გამოცემა „ბილდის“ სტატიას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 15 000-ზე მეტი კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 7%-ით აღემატება. ვაიდელმა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უმოქმედობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოები ენერგიის ფასების, ბიუროკრატიისა და გადასახადების სიმძიმის ქვეშ იხრჩობიან, მერცი კი უბრალოდ უმოქმედოდ არის და ამას უყურებს“, – აღნიშნა ალის ვაიდელმა.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის განცხადებით, არსებული ვითარების შეცვლა მხოლოდ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეუძლია.
Alle 19 Min. geht ein Unternehmen in die Insolvenz. Über 15.000 Firmenpleiten seit Jahresbeginn, 6,9% mehr als 2025! Während unser Mittelstand unter Energiepreisen, Bürokratie & Steuern erstickt, schaut Merz tatenlos zu. Nur die AfD wird das ändern!
https://t.co/OYOj9EmMiO— Alice Weidel (@Alice_Weidel) October 9, 2026