ალის ვაიდელი – უკრაინის ომი, რომელიც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიწყო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით, ეს ომი ევროპელებისთვის უსაფრთხოების რისკად იქცა

13:48, 07.10.2026

გთხოვთ, დაჯექით უკრაინელებთან, რუსებთან და ამერიკელებთან ერთად, რათა უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდეს, რადგან უკრაინის ომი, რომელიც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიწყო, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი, ალის ვაიდელი აცხადებს.

მისი თქმით, ეს ომი უსაფრთხოების რისკად იქცა, განსაკუთრებით ევროპელებისთვის და უპირველეს ყოვლისა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის.

მისივე განცხადებით, გერმანიის კანცლერი ქვეყნის შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს და მათი მოგვარების ნაცვლად უკრაინაში ჩავიდა.

ვაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ მერცი კიევს დახმარებას მაშინ ჰპირდება, როდესაც გერმანიაში ფინანსების დეფიციტია და გადასახადები მუდმივად იზრდება, ამასთან, არავინ ამოწმებს, კონკრეტულად რაში იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება.

„ფრიდრიხ მერცმა, როგორც ჩანს, თავი გაბედულად იგრძნო, მატარებელში ჩაჯდა, ენერგეტიკისა და ეკონომიკური საქმეთა მინისტრ კატერინა რაიხესთან ერთად კიევში გაემგზავრა და იქ პრესკონფერენციის გამართვით შიდა პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანა. ასე რომ, გერმანიის კანცლერმა კიევში პრესკონფერენცია გამართა მატარებლიდან ჩამოსვლის შემდეგ და უკრაინის პრეზიდენტს გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულის დამატებით მილიარდებს დაჰპირდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინისთვის დახმარების ეს პაკეტებიც სულ უფრო მეტად კარგავს გერმანიის საზოგადოების აღიარებას და ჩვენი აზრით, სამართლიანადაც, რადგან ჩვენ უკვე ასი მილიარდი ევრო ჩავდეთ უკრაინაში. სხვაგვარად ვერ ვიტყვით, რადგან ჯერ არ მიგვიღია არც ერთი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ეს მილიარდობით დახმარება. ახლა ის უკრაინას კიდევ უფრო მეტ მილიარდს დაჰპირდა, მაშინ როცა გერმანიაში ყველგან დეფიციტია, გერმანელი გადასახადის გადამხდელები მუდმივად მზარდი გადასახადებითა და მოსაკრებლებით იტვირთებიან, ახალ გადასახადებს იგონებენ და შემწეობები სულ უფრო და უფრო მცირდება – მაგრამ არა მათთვის, ვინც არასდროს გადაუხდია ჩვენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში“, – განაცხადა ვაიდელმა.

 

მსგავსი