„ალიანც-არენას“ ცარიელ სექტორში სარეველა გაიზარდა

17:06, 12.06.2020

მიუნხენის „ბაიერნის“ საშინაო სტადიონზე „ალიანც-არენაზე“ სარეველა ამოვიდა.

მცენარე ერთ-ერთი სექტორის ბეტონის საფეხურებს შორის გაიზარდა. „თუ გულშემატკივრებს სტადიონზე დაბრუნების უფლებას მისცემენ, მათ ჯერ გზა უნდა გაიკვლიონ საკუთარი ადგილებისკენ“, – ირონიულად მიაწერა ფოტოს გაზეთმა „ბილდმა“.

ბუნდესლიგაში სეზონი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. „ბაიერნმა“ ყველა მატჩი მოიგო და შვიდქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს.

მსგავსი