ალი დაეისთვის პატივი იქნება, თუ რონალდო მის რეკორდს გააუმჯობესებს #1TVSPORT
ალი დაეისთვის პატივი იქნება, თუ რონალდო მის რეკორდს გააუმჯობესებს #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, ჯერჯერობით, 109 გოლი გაიტანა, გაიმეორა რა მსოფლიო რეკორდი, რომელიც აქამდე მხოლოდ ირანის ეროვნული გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, ალი დაეის ეკუთვნოდა. 

ალი დაეი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ამ ფაქტს გამოეხმაურა, რონალდოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და პორტუგალიელ ფორვარდს მისი რეკორდის დამხობა უსურვა.

„ვულოცავ კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც კაც ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის რეკორდის გაუმჯობესებამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს. ჩემთვის პატივია, რომ ეს მიღწევა სწორედ რონალდოს დაუკავშირდება – დიდ ჩემპიონის, ფეხბურთელისა და ჰუმანისტის სახელს, რომელიც სხვებისთვის შთაგონების წყაროა და გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. წინ!“, – დაწერა რეკორდსმენმა და ირანის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ali Daei (@alidaei)