ნიდერლანდურმა გამოცემა „ალგემეენ დაგბლატმა“ (ad.nl) სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა – კალენდარი, რომელსაც დღეს უეფა-ს აღმასკომზე ევროტურნირების სტარტთან დაკავშირებით მიიღებენ და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნობენ, უჩვეულოა და პანდემიის გამო შემჭიდროებულ სათამაშო გრაფიკს გულისხმობს.
ცნობილია, რომ უეფა-ს სამი სცენარი გააჩნია, მაგრამ ყველაზე კონკრეტული სწორედ „ალგემეენ დაგბლატის“ გავრცელებული ცნობაა, რომლის მიხედვითაც, ევროტურნირების შესარჩევი ციკლის მატჩები 18, 19 და 20 აგვისტოს დაიწყება.
რაც შეეხება ევროტურნირების შემჭიდროებულ კალენდარს – უეფას აღმასკომზე მიიღებენ ფორმატს, რომლის მიხედვითაც საწყისი ოთხი (!) საკვალიფიკაციო ეტაპი ერთრაუნდიანი იქნება (აქამდე ორი მატჩი იმართებოდა შინ და გასვლაზე). მატჩის მასპინძელი გუნდი უეფა-ს წილისყრით განისაზღვრება.
საკვალიფიკაციო ეტაპი 2020-21 სეზონი
ჩემპიონთა ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი 18-19 აგვისტო
II საკვალიფიკაციო ეტაპი 25-26 აგვისტო
III საკვალიფიკაციო ეტაპი 15-16 სექტემბერი
პლეი ოფები 22-23 სექტემბერი (ან 29-30)
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი 20 აგვისტო
II საკვალიფიკაციო ეტაპი 27 აგვისტო
III საკვალიფიკაციო ეტაპი 17 სექტემბერი
პლეი ოფები 24 სექტემბერი (ან 1 ოქტომბერი)