საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა შეადგინა 2000 წლის შემდეგ დაბადებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი. პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ბაიერნის“ განაპირა მცველი ალფონსო დევისი. 20 წლის კანადელი CIES-მა 180.4 მილიონ ევროდ შეაფასა.
ამ საინტერესო რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 180,4 მლნ. ევრო
- ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 125,6 მლნ.
- ანსუ ფატი (ბარსელონა) – 122,7 მლნ.
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 120,3 მლნ.
- მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნ) – 115,3 მლნ.
- ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი) – 106 მლნ.
- ბუკაიო საკა (არსენალი) – 95,8 მლნ.
- დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი) – 75,1 მლნ.
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 70,3 მლნ.
- როდრიგო (რეალი) – 69,9 მლნ.