ალფა რომეო ფორმულა 1-ში დაბრუნდა
ალფა რომეო ფორმულა 1-ში დაბრუნდა

შვეიცარიულმა საჯინიბომ “ზაუბერმა” იტალიურ ავტოკონცერნ “ალფა რომეოსთან” მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. 2018 წლის სეზონიდან გუნდის სახელწოდება იქნება – “ალფა რომეო ზაუბერი” (Alfa Romeo Sauber F1 Team).

ამასთან, გარიგება ითვალისწინებს არა მხოლოდ მარკეტინგულ, არამედ, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.

კონტრაქტის გაფორმებაში გადამწყვეტი როლი “ფერარიმ” ითამაშა, რომელიც ძრავებით ამარაგებს “ზაუბერს”. იტალიური კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი იყო – “ალფა რომეო”1985 წლის შემდეგ, პირველად გამოჩენილიყო ფორმულა 1-ში.