ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს
უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს და იტალიის მთავრობას მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იტალიის მთავრობის და მინისტრ ლორენცო გუერინის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში დაგვეხმარება. უკრაინა ძლიერ აფასებს თქვენს მხარდაჭერას“, – წერს რეზნიკოვი.
ეს იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტი იქნება.
We are very grateful to 🇮🇹 Government and Minister @guerini_lorenzo for providing the new package of military assistance to 🇺🇦, that will help us to significantly enhаnce our defence capabilities against russian aggression.
Ukraine highly appreciates your support!— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) October 17, 2022