ალექსეი რეზნიკოვი – დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი
დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს.
„რუსეთი განაგრძობს სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – აღნიშნავს რეზნიკოვი.
russia continues to launch missile&drone attacks on civilian infrastructure in Ukraine.
They are not shy to be a de facto terrorist state.
It’s time the world assigns a proper legal status for them and treats russia accordingly, as 🇺🇦🇱🇻🇪🇪🇵🇱+PACE did.#russiaisaterroriststate— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) October 31, 2022