ალექსეი რეზნიკოვი – აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი უკრაინის სამხედრო ძალებს ქვეყნის ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში უფრო ეფექტიანად დაეხმარება

09:35, 05.10.2022

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გაათავისუფლონ ქვეყანა ოკუპანტებისგან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„უსაფრთხოების სფეროში, დახმარების ახალი 625 მილიონის ღირებულების პაკეტი დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები“, – წერს მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინული არმიისთვის კონტრშეტევის დროს საუკეთესო ჯილდო გათავისუფლებული უკრაინელების სიხარულია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანს და ამერიკელ ხალხს.

მსგავსი