ალექსეი რეზნიკოვი - არაფრის მრცხვენია, მე გამარჯვებული ვარ, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია
ალექსეი რეზნიკოვი - არაფრის მრცხვენია, მე გამარჯვებული ვარ, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მედიის მიერ მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არაფრის რცხვენია. ეს განცხადება რეზნიკოვმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„არაფრის მრცხვენია. მე გამარჯვებული ვარ. არცერთი ადამიანი არ რჩება სავარძელში სამუდამოდ. უნდა დავრჩე თუ არა თანამდებობაზე, კონსტიტუციის მიხედვით, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის – უკრაინის მთავარსარდალის, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია. ამიტომ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მისი გადაწყვეტილების საფუძველზე მივიღებ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში პრეზიდენტი ზელენსკი ალექსეი რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებს. მის შემცვლელად მედია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურს, კირილ ბუდანოვს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან რამდენიმე მაღალჩინოსანი გათავისუფლდა. მათ შორის, რეზნიკოვის მოადგილე შაპოვალოვი.

უსაფრთხოების სამსახურმა ჯარის სურსათის შესაძენად გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტები გამოავლინა. ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში თავდაცვის სამინისტრო დანერგავს ისეთ სისტემას, რომელიც შესყიდვები უფრო გამჭვირვალეს გახდის. ასევე, შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც შესყიდვებს მონიტორინგს გაუწევს.