ალექსეი პუშკოვი - ქართველებმა პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილის მიმართ უნდა გამოთქვან, რომელსაც ცოტა რამ თუ შეუძლია, რუსეთისთვის ტალახის სროლის გარდა
ალექსეი პუშკოვი - ქართველებმა პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილის მიმართ უნდა გამოთქვან, რომელსაც ცოტა რამ თუ შეუძლია, რუსეთისთვის ტალახის სროლის გარდა

ალექსეი პუშკოვი ვლადიმერ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან საქართველოში ფრენები იკრძალება.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა აღნიშნული საკითხის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„თბილისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერებით უკმაყოფილოები არიან. მათ პრეტენზიები თანამოქალაქეებს უნდა გამოუცხადონ, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და არეულობა მოაწყვეს, ასევე პრეზიდენტს, რომელსაც ცოტა რამ თუ შეუძლია, რუსეთის მისამართით ტალახის სროლის გარდა. სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით?“ – წერს ალექსეი პუშკოვი.