ალექსეი ნავალნის ყოფილი ექიმი ვარაუდობს, რომ რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, მოწამლეს
ალექსეი ნავალნის ყოფილი ექიმი ვარაუდობს, რომ რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ყოფილი მკურნალი ექიმი ვარაუდობს, რომ რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, მოწამლეს. ნავალნი მწვავე ალერგიული შეტევით საპატიმროდან საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საპროტესტო აქციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 30-დღიან სასჯელს იხდის. ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნის მწვავე ალერგიის ნიშნები და კანის სიწითლე აღენიშნება. ექიმი, ანასტასია ვასილევა „ფეისბუქში“ წერს, რომ რუსი ოპოზიციონერის კანი და თმები ქიმიურ ნივთიერებებზე უნდა შემოწმდეს.

ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას განცხადებით, რუს ოპოზიციონერს წარსულში ალერგია არასდროს აწუხებდა.