ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში მყოფი პირების სანქცირებულთა სიაში შეყვანისკენ მოუწოდებენ
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში მყოფი პირების სანქცირებულთა სიაში შეყვანისკენ მოუწოდებენ

ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულმა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს წერილი გაუგზავნა.

ფონდი ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში მყოფი პირების სანქცირებულთა სიაში შეყვანისკენ მოუწოდებენ. რუსი ოპოზიციონერის თანამოაზრეები ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ყურადღების მიქცევას აგრძელებენ. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში, ფონდმა ევროკომისიის პრეზიდენტს„ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოვებული, კორუმპირებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებისკენ“ მოუწოდა. წერილში მითითებულია 35 პირის სახელი და გვარი, მათ შორის, ძირითადად მაღალჩინოსნები არიან.

როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ვლადიმირ აშურკოვი აცხადებს, სანქციების მნიშვნელობა „დანაშაულში მონაწილე პირების დასჯა ან გარკვეული ფორმით მათი უფლებების შეზღუდვაა“.