ალექსეი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა
ალექსეი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა

ალექსეი ნავალნის 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში 17 იანვარს პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

ნავალნი ქვეყანაში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.