ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 21 აპრილს მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 21 აპრილს მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 21 აპრილს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მხოლოდ დედაქალაქში სულ მცირე ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვა. აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, მანეჟის შენობაში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტრადიციისამებრ, ფედერალურ საბჭოს სიტყვით მიმართავს.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი დღეს კოლონიიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ ექიმებმა შაბათს განაცხადეს.მათი თქმით, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ნავალნის ორგანიზმში კალიუმის შემცველობა მომატებული აქვს, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება ან თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს.

ალექსეი ნავალნის ზურგისა და ფეხის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, რის გამოც მან, შესაფერისი მკურნალობის მოთხოვნით 31 მარტს შიმშილობა დაიწყო.

დატოვე კომენტარი