ნავალნის გარდაცვალების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნავალნი იყო რუსეთში ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბერლინი მისი გარდაცვალების გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს.
როგორც სააგენტო „როიტერს“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ასევე შოკის მომგვრელია, რომ რუსეთში მოქალაქეებს ნავალნის ხსოვნისთვის პატივსაცემად მემორიალთან ყვავილების მიტანის გამო აკავებენ.
ამასთან, როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივას დააყენებს. ევროკავშირის მინისტერიალს ნავალნის ცოლი იულიაც ესწრება.
2020 წელს მოწამვლის შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ მკურნალობა გერმანიაში გაიარა. ის სწორედ გერმანიიდან დაბრუნდა რუსეთში, სადაც დააკავეს.