ალექსეი ნავალნის „ექსტრემისტული საზოგადოების დაფუძნებასა და მის ხელმძღვანელობაში“ დასდეს ბრალი
In this handout photo provided by Moscow City Court Russian opposition leader Alexei Navalny stands in the cage during a hearing to a motion from the Russian prison service to convert the suspended sentence of Navalny from the 2014 criminal conviction into a real prison term in the Moscow City Court in Moscow, Russia, Tuesday, Feb. 2, 2021. (Moscow City Court via AP)
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ექსტრემისტული საზოგადოების დაფუძნებასა და მის ხელმძღვანელობაში“ დასდეს ბრალი.
ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.
სისხლის სამართლის საქმე ასევე აღძრეს ნავალნის თანამებროძლების ლიუბოვ სობოლის, ლეონიდ ვოლკოვის, ივან ჟდანოვისა და სხვაბის წინააღმდეგ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2014 წელს ნავალნიმ დააფუძნა „ექსტრემისტული საზოგადოება და ხელმძღვანელობდა მას“, ამავე პერიოდში „დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაერთნენ ნავლანის თანამებროძლებიც“.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ნავალნის მიერ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბება მიზზად ისახავდა „კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შეცვლას“ და „საზოგადოების უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ერთიანობის შერყევას“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის 10 წლით, ხოლო მის თანამებრძოლებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.