ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა
ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. რუსი ოპოზიციონერის თქმით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღწეული პროგრესის და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

ამასთან, მისი განცხადებით, უცვლელი რჩება საჭირო ექიმის დაშვების მოთხოვნა, რადგან მკლავებსა და ფეხებზე მგრძნობელობას კარგავს და სურს გაიგოს, როგორ უნდა უმკურნალოს პრობლემას.

„წესების თანახმად, შიმშილობის დასრულებას ისევ 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს უფრო რთულია“, – აღნიშნა ალექსეი ნავალნიმ.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სწორედ 24 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი განმარტებით, იგი ორჯერ შეისწავლეს სამოქალაქო ექიმების საბჭოში, გარდა ამისა, ექიმები ატარებენ გამოკვლევებსა და ანალიზებს, ასევე იძლევიან შედეგებსა და დასკვნებს.

ნავალნიმ 31 მარტს განაცხადა, რომ ზურგის და ფეხის ტკივილის გამო ექიმს ითხოვდა და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო შიმშილობას აცხადებდა.