ალექსეი გონჩარენკომ უმაღლეს რადაში ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდა 
ალექსეი გონჩარენკომ უმაღლეს რადაში ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდა 

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ „ძალიან მკაცრად“ დაუპირისპირდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლეს რადაში.

მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი დემობილიზაციის საკითხი გახდა.

„ზელენსკი კატეგორიულად წინააღმდეგია. მისი აზრით, ყველამ უნდა იომოს ბოლომდე და დაბრუნდეს მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. მე სხვაგვარად ვფიქრობ – უნდა იყოს მსახურების მკაფიო ვადები, შემდეგ კი ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელოს თუ არა. მე მესმის, რომ ახლა უკრაინაში ყველაფერი შეიძლება, იყო და ხვალ, შეიძლება, სანქციებს ან დაკავებას დავექვემდებარო“, – განაცხადა ალექსი გონჩარენკომ.

დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსეი გონჩარენკოს დემობილიზაციის შესახებ შეკითხვებს პასუხობს.

„ჩვენი გმირები ღირსეულ როტაციას იმსახურებენ, როდესაც შენნაირები მათ ფრონტზე დაეხმარებიან და არამხოლოდ აქ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ალექსეი გონჩარენკომ პრეზიდენტს ყვირილით უპასუხა: „სირცხვილი! ასე ლაპარაკობს უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატებთან – შენი მსგავსები. ადამიანს სინდისი არ უნდა ჰქონდეს“.