ალექსეი გონჩარენკო - დაფიქრდით, რამხელა ძალა გახდება რუსეთი, თუ უკრაინას დაიპყრობს და მისი ჯარი მილიონი უკრაინელით გაიზრდება, მაშინ ხუმრობა, „მოდი, ლა მანშამდე მივიდეთ“, სახუმარო აღარ იქნება
ალექსეი გონჩარენკო - დაფიქრდით, რამხელა ძალა გახდება რუსეთი, თუ უკრაინას დაიპყრობს და მისი ჯარი მილიონი უკრაინელით გაიზრდება, მაშინ ხუმრობა, „მოდი, ლა მანშამდე მივიდეთ“, სახუმარო აღარ იქნება

დროა, შეცვალოთ სტრატეგია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

„ცუდი ამბავი გინდათ?

მთელი ის ჩვენი სისულელე დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და მთელი ევროპის დაცვაზე არ მუშაობს. და ისეც ძალიან რთულად მუშაობდა.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში ამის მცირე რწმენა ან მხარდაჭერა აქვთ. მკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ს შეუძლია თავის დაცვა. ევროპა გრძნობს, რომ შეერთებულ შტატებს ევროპის დაცვაც შეუძლია.

ამიტომ დროა, შეცვალოთ სტრატეგია. სტრატეგია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზეც“, – აღნიშნავს გონაჩარენკო.

მისი თქმით, რუსეთმა ეკონომიკური მდგომარეობა დაასტაბილურა, მობილიზაცია გაზარდა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყო.

„ახლა მათ ნამდვილად მსოფლიოში მეორე არმია ჰყავთ.

რატომ არ არის ჩინეთი მეორე? იმიტომ, რომ ჩინეთის ჯარი ბრძოლაში არავის უნახავს. და არავინ იცის, გაიქცევიან თუ დანებდებიან. ზოგადად, არმია ჩინეთის უძლიერესი მხარე არ არის.

უკრაინა არის ერთადერთი, რაც რუსეთს უშლის ხელს, კვლავ გახდეს მსოფლიო ზესახელმწიფო. დღეს რუსეთს ჰყავს დაახლოებით ორმილიონიანი არმია. დაფიქრდით, რამხელა ძალა გახდებიან, თუ (ღმერთმა არ ქნას) დაიპყრობენ უკრაინას და მათი ჯარი ერთი მილიონი უკრაინელით გაიზრდება? მაშინ ის ხუმრობა, რომ „მოდი, ლა მანშის სრუტემდე მივიდეთ“, ისეთი სახუმარო აღარ იქნება. კონტინენტზე ვერც ერთი არმია კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებს.

ახლა კი კოზირი (უპირატესობა) ჩვენს ხელთ არის. და ეს უპირატესობა იმას წარმოადგენს, რომ დასავლეთის ბლოკის ერთადერთი ძლიერი სახმელეთო არმია არის უკრაინული.

და რა ვუყოთ ამ კოზირებს?

ეს მარტივია. დროა, ძლიერი მხარის პოზიციიდან ვისაუბროთ“, – წერს გონჩარენკო.

​მისი თქმით, უკრაინამ უნდა შესთავაზოს შეერთებულ შტატებს სამხედრო ალიანსი, სადაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, აიღებენ ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში.

„ინვესტიციის სანაცვლოდ, შევთავაზოთ იაპონიასა და ტაივანს სამხედრო ალიანსი, სადაც ჩინეთის შესაძლო თავდასხმისგან ამ ორი ქვეყნის დაცვაში მონაწილეობის ვალდებულებას ავიღებთ.

ტექნოლოგიებისა და სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, შევთავაზოთ საფრანგეთს, გაგზავნოს ჩვენი ჯარი საფრანგეთის მიერ კონტროლირებად აფრიკულ ქვეყნებში.

გერმანიას, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, რუმინეთს, თურქეთს შევთავაზოთ სამხედრო ალიანსი იმის გარანტიით, რომ შეძლებენ ჩვენი არმიის ჩართვას მათ კონფლიქტებში, უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სარგებლის სანაცვლოდ.

ყველა ამ ალიანსში გარანტირებულია ჩვენი არმიის  მათი მხრიდან მოყვანის შესაძლებლობა. მაგრამ მათგან უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნივთების მიღება“, – აცხადებს გონჩარენკო.

რადას დეპუტატის თქმით, დღეს უკრაინის ერთადერთი ვალუტა ჯარია.

„სამწუხაროდ, არანაირი ნატო არ იქნება. ამას ვერ გავექცევით. ან ჩვენ მოვერგებით, ან ჩვენ მოგვერევიან.

და ბოლოს ევროპელებსა და ამერიკელებს უნდა გავაგებინოთ, რომ საბჭოთა კავშირის ჯარში ოფიცრების 40 პროცენტი უკრაინელი იყო. და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ სამსახური არ გვქონდა. და სწორედ ამან განაპირობა, რომ საბჭოთა კავშირის ძალაუფლება ნახევარ მსოფლიოში ვრცელდებოდა“, – წერს გონჩარენკო ტელეგრამარხზე.