ალექსეი დანილოვი - უკრაინის ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ შეუძლია, თავს დაესხას მეზობლებს
ალექსეი დანილოვი - უკრაინის ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ შეუძლია, თავს დაესხას მეზობლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის ამოცანაა, რუსეთს მეზობლებზე თავდასხმის სურვილი დააკარგვინოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რუსეთი თუ დარჩება ისეთი სახით, როგორითაც არის ახლა, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს კიდევ ერთ ომს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, რომ ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ მას შეუძლია, თავს დაესხას მეზობლებს, განსაკუთრებით ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გათავისუფლდება რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორია.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები და ეს ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა დანილოვმა.