ალექსეი დანილოვი - უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის
ალექსეი დანილოვი - უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის

უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმაგლობ ენდ მაილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ფრონტზე ვითარება „დაძაბული და რთულია“ და რუსეთი კვლავ აპირებს მთელი უკრაინის ხელში დაპყრობას. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე თქვა, რომ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის ხუთი მცდელობა იყო, თუმცა ალექსეი დანილოვმა მათი დეტალების გამხელაზე უარი თქვა.

„რუსებს აქვთ უპირატესობა არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს არ აშინებს ჩვენს მეომრებს. დროდადრო კონტრშეტევას ვახორციელებთ. მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ დასრულებამდე. მე არ ვეკუთვნი იმ ბანაკს, ვინც დარწმუნებულია რუსული ჯარის სისუსტეში. მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსები და აქ მოიტანეს. მათ, რა თქმა უნდა, არ შეუცვლიათ გეგმები მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შესახებ. მათ ეს საჯაროდ თქვეს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.