ალექსეი დანილოვი - უკრაინას უზარმაზარი მიღწევები აქვს ყირიმის მიმართულებით
ალექსეი დანილოვი - უკრაინას უზარმაზარი მიღწევები აქვს ყირიმის მიმართულებით

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინას უზარმაზარი მიღწევები აქვს ყირიმის მიმართულებით. ამის შესახებ განცხადება ალექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მიღწევები ყირიმის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც ეხება ხმელეთს, რაც ეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მისი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერტიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას – ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა“, – განაცხადა დანილოვმა.