ალექსეი დანილოვი - არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი 
ალექსეი დანილოვი - არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი 

არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, იარაღი ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტია, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის.

„როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელია – უკრაინის განადგურება, მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო ქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტია, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, – წერს დანილოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

დანილოვი არ აკონკრეტებს, რომელ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გულისხმობს.