ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს
ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დანილოვმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

„ასეთ გაბედულ თავდასხმაზე მსოფლიო საზოგადოებისგან, ნატო-ს ქვეყნების მხრიდან პასუხი თუ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს, ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები და ეს არაერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატს, შემუშავებული აქვს დეტალური ინსტრუქცია და უახლოეს დღეებში მას გაასაჯაროებს.