ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე, ამ ახალ უკრაინას, სუფთა მატერიალისტურად, აქვს შანსი, შემცირდეს ტერიტორიულად და უეჭველად დაკარგავს მოქალაქეების დიდ ნაწილს
ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე, ამ ახალ უკრაინას, სუფთა მატერიალისტურად, აქვს შანსი, შემცირდეს ტერიტორიულად და უეჭველად დაკარგავს მოქალაქეების დიდ ნაწილს

უკრაინა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ფეისბუქის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ახლა უმეტესობა იბრძვის, რათა ყველაფერი ძველებურად იყოს.

„ისინი არიან ფსიქოლოგიურ მოლოდინში, რომ ტერიტორიების დაბრუნებით დაიბრუნებენ ცხოვრების ძველებურ წესს. ეს კი შეუსრულებელი მიზანია“, – წერს არესტოვიჩი.

მისივე განცხადებით, ახლა ბრძოლა აუცილებელია არა ძველი, არამედ ახალი უკრაინისთვის.

„ამ ახალ უკრაინას სუფთა მატერიალისტურად აქვს შანსი შემცირდეს ტერიტროიულად და უეჭველად დაკარგავს მოქალაქეების დიდ ნაწილს, რომლებიც არ დაბრუნდებიან ევროპიდან მუდმივი ომის საფრთხის, შემცირებული ეკონომიკისა და პირადი პესპექტივების გამო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.

ამიტომ, ის აუცილებელად მიიჩნევს უკრაინის ეკონომიკური მოწყობისა და ეროვნული უსაფრთხოების გარდაქმნა.

„საომარი მოქმედებების შეიძლება, დასრულდეს შედარებით მალე, მაგალითად ერთ წელიწადში. შეიძლება, დავიბრუნოთ მთელი ჩვენი ტერიტორიაც კი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც გადავწყვეტთ როგორ ახალ უკრაინას ვაშენებთ და დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.

დატოვე კომენტარი