ალექსეი არესტოვიჩი - ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით, საით მიდის ყველაფერი, ისინი ამზადებენ გაცვლას, ჩვენ ვკარგავთ ცოტა დონეცკსა და ლუგანსკს
ალექსეი არესტოვიჩი - ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით, საით მიდის ყველაფერი, ისინი ამზადებენ გაცვლას, ჩვენ ვკარგავთ ცოტა დონეცკსა და ლუგანსკს

​ყველას ესმის, რომ უკრაინას არ აქვს რესურსი და დასავლეთს ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ რესურსის შესაქმნელად, რომ ჩვენ ძალის გამოყენებით განვდევნოთ რუსები აქედან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით, საით მიდის ყველაფერი. ჩემი შეფასებით, ისინი ამზადებენ ასეთ გაცვლას – ჩვენ ვკარგავთ ცოტა დონეცკსა და ლუგანსკს, რადგან 200 000 სამხედროს შეჩერებით დავიღლებით. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ცოტა გაწევა, ჩვენ ხომ ეს გვესმის. აქ კითხვაა – რა ხარისხით. ვიმედოვნებთ, რომ მინიმუმით გავიწევით, რადგან ეს ჩვენი ჯარის სისხლია, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და ა.შ. თუმცა ჩვენ, დიდი ალბათობით, ვარღვევთ სამხრეთის ფრონტს, რადგან ამისკენ მიდის ყველაფერი, ან სადმე სხვაგან, და ვაღწევთ მსხვილ წარმატებას. და ასე გაცვლით ამერიკული მხარის მთელი იმედი დამყარებულია იმაზე, რომ გაცვლის ჩვენი წილი იქნება მეტი, ვიდრე რუსეთის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ძლიერ მომლაპარაკებელ პოზიციებზე. და თუ ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ ყველა მათ წამოცდენას, ისინი ამბობენ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების საუკეთესო პოზიციები. განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაჟღერდა ეს ხმები, უკრაინისთვის ეს პოზიციები ძალის გამოყენებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი – სტოლტენბერგი, ყველა წარმომადგენელი და ა.შ. ამბობენ – საუკეთესო პოზიციები. თუმცა, მაინც ისმის რა? „მოლაპარაკებები“, რადგან ყველას ესმის, რომ არ აქვს უკრაინას რესურსი და დასავლეთს ძალიან დიდი დრო, წლები დასჭირდება ამ რესურსის შესაქმნელად, რომ ჩვენ ძალის გამოყენებით განვდევნოთ რუსები აქედან. რადგან გაუთავებელი 200 ათასის მობილიზება მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ – შუბებით, მშვილდისრებით, მაგრამ ძალიან დიდხანს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.