ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინამ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა „ხელი მოაწერა“  
ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინამ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა „ხელი მოაწერა“  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობის ფორმულირება უკვე მოახდინა და დასავლეთში ეს იციან.

„კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის ომის გაგრძელებას არ გულისხმობდა, არამედ ომის შემდგომ აღდგენას“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.

„ისინი ამას დოქტრინის სახით იყენებენ დაგეგმვის ელემენტად. ოთხი პირობა ძალიან მარტივია და ღიად იყო მოცემული პრესაში. ესენია: უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება; სამხედრო დამნაშავეების გადაცემა; რეპარაციების გადახდა; პუტინი – არ არის. ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, – განაცხდა არესტოვიჩმა.