ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა
ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა

სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა მოაწერა.

სერბეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სერბეთის არმიის დანაყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადაადგილდნენ კოსოვოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზისა და მეტოხიის მიმართულებით.

სერბული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ძალადობის გამო, რომელსაც ახორციელებს ალბინ კურტის სპეციალური პოლიცია სერბი ხალხის წინააღმდეგ ზვეჩანში, ზუბინ პოტოკსა და ლეპოსავიჩში. ასევე, ალექსანდრე ვუჩიჩმა ნატო-ს მიმართა, სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობა სერბების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, კოსოვოს ონლაინპორტალი იტყობინება, რომ დღეს სერბები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ კოსოვოს ჩრდილოეთში, ლეპოსავიჩის, ზუბინ პოტოკისა და ზვეჩანის მუნიციპალიტეტების შენობებთან. მათივე ინფორმაციით, ხალხს არ სურდა კოსოვოელი უსაფრთხოების ძალებისა და ოფიციალური პირების შენობებში შეშვება. თავის მხრივ, კოსოვოს პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.