ალექსანდრე რაქვიაშვილი - უკვე გავარკვიეთ, რომ უკრაინის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მთავრობასთან და ყოველ ჯერზე ამას დამატებით გამოხატავენ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - უკვე გავარკვიეთ, რომ უკრაინის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მთავრობასთან და ყოველ ჯერზე ამას დამატებით გამოხატავენ

პოდოლიაკის განცხადება დისკომფორტს არ მიქმნის. უკვე გავარკვიეთ, რომ უკრაინის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მთავრობასთან და ყოველ ჯერზე ამას დამატებით გამოხატავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობას უკრაინელებთან ურთიერთობა გაეუმჯობესებინა.

„ის, რომ ჩვენს მოსახლეობას შეეძლო უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა, ცხადია და, იმედია, შემდეგ არჩევნებზე ამას გააკეთებს. არ იქნებოდა ურიგო, რომ ჩვენს მთავრობას რაღაცნაირად უკრაინელებთან ურთიერთობა გაეუმჯობესებინა. ცხადია, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია ძალიან პროევროპულია. სიტუაციაში, როცა ომი მიდის უკრაინასა და რუსეთს შორის, მით უმეტეს უკრაინელების გადმოსახედიდან, ჩვენი მთავრობის პოზიცია შეიძლება ასე არ შეფასდეს, მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება და დაძაბულობის შედეგია. ჩვენ რომ ერთიანები ვყოფილიყავით თავის დროზე, უკრაინის ომის დაწყების მომენტში, ალბათ უკრაინელებთან სხვანაირი ურთიერთობა გვექნებოდა და სხვანაირ ინფორმაციას მივაწვდიდით. თეორიულად, რომ იგივე ნაბიჯები გადაედგა მთავრობას სხვანაირ პოლიტიკურ ვითარებაში, ალბათ უკრაინიდან სხვანაირი განცხადებები გვექნებოდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.