ალექსანდრე რაქვიაშვილი - უკრაინა არა მარტო თავს იცავს, იცავს მთელ ევროპას რუსეთის აგრესიისგან, ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ შესაძლოა, საქართველოს და უკრაინის მიმართ ევროპელების გადაწყვეტილება განსხვავებული იყოს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - უკრაინა არა მარტო თავს იცავს, იცავს მთელ ევროპას რუსეთის აგრესიისგან, ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ შესაძლოა, საქართველოს და უკრაინის მიმართ ევროპელების გადაწყვეტილება განსხვავებული იყოს

უკრაინა იცავს მთელ ევროპას რუსეთი აგრესიისგან, არა მარტო თავს იცავს, ჩვენც გვიცავს, ევროპას იცავს, რაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩენს უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბუნებრივია, რომ ომის გავლენის გამო, შესაძლოა, ევროპელების გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის მიმართ განსხვავებული იყოს.

ამასთან, რაქვიაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი დიპლომატები.

„ცხადია, გმირობა, რომელსაც უკრაინელი ხალხი ჩადის, ზოგადად უკრაინა რომ იცავს მთელ ევროპას რუსეთი აგრესიისგან, არა მარტო თავს იცავს, ჩვენც გვიცავს, ევროპას იცავს, ეს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩენს უკრაინის მიმართ. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ევროპელების გადაწყვეტილება ამ ომის გავლენის გამო შეიძლება, განსხვავებული იყოს ჩვენი და უკრაინის მიმართ.

ჩვენ რომ აღმოვჩდეთ უკრაინასთან ერთად კანდიდატი ქვეყანა, გვჭირდება, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ევროპელებთან და უკრაინელებთან ამ კონფლიქტის პირობებში. ჩვენი მთავრობა პირიქით, დისტანცირებას აკეთებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენსა და უკრაინის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი დიპლომატები. მგონი, ეს ისედაც ყველას ესმოდა. უკრაინა მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო და მოლდოვა. ამიტომ არაფერი უცნაური არ არის. მეორე საკითხია, ჩვენ როგორ ვპოზოციონირებთ ამ საკითხში და შესაძლებლობის ფანჯრების გამოყენება, რომელიც უკრაინის გმირობამ გაგვიხსნა“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ონლაინ ბრიფინგისას განაცხადა.