ალექსანდრე რაქვიაშვილი - უცნაურია, რომ მელია იმ ადამიანების მხარდაჭერით სარგებლობს, რომლებიც პარტიიდან მიდიან, თუმცა არ იციან, სად მიდიან, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ისეთი ბარდაგია, რომ იქ დარჩენას ყველაფერი სჯობს

მელიას ოდესმე რაიმე კონკრეტული და გასაგები ეთქვას, არ მახსოვს. უცნაურია, რომ მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც პარტიიდან მიდიან. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ისეთი ბარდაგია, რომ იქ დარჩენას ყველაფერი სჯობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ისიც არ ვიცი, ნიკა მელია რას აკეთებს. შესაბამისად, არ მესმის, ეს ხალხი სად მიდის. ბევრია დამოკიდებული იმაზე, ეს ხალხი მართლა რას იზამს. არ მახსოვს, მელიას ოდესმე რაიმე კონკრეტული და გასაგები ეთქვას. უცნაურია, რომ რაღაცნაირი მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც პარტიიდან მიდიან და საჯარო განცხადებებს აკეთებენ, თუმცა არ იციან, სად მიდიან. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ისეთი ბარდაგია, რომ იქ დარჩენას ყველაფერი სჯობს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.