ალექსანდრე რაქვიაშვილი - სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ

სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის შედეგი არის ის, რომ ადამიანებს დაიჭერენ, ადამიანების ცხოვრება დაინგრა, „ოპოზიციური სპექტრი კი ბევრად უფრო დაზიანებული გამოვიდა“.

„სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ. ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძე რომც მოეტყუებინათ, ვიღაცისთვის რაღაც ეთქვა, საბოლოოდ, ხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოსულა რომ რევოლუცია მოაწყო, ხალხს მოუწოდებ, წადით რეზიდენციისკენ და გასაგებია, რომ იქ რაღაც მოხდება. თუ იცი, რომ სპეცრაზმმა იარაღი დაყარა, რაღა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიდიხარ, როდესაც ის არაფერს წყვეტს ქვეყანაში, წადი კანცელარიისკენ. სიტუაციის ძალიან უხერხული გამართლებაა, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, რომ ხალხში იმედი გააჩინეს, ჯერჯერობით ასეთი უცნაური ახსნები გვესმის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა.