ალექსანდრე რაქვიაშვილი – სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება
სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება.
„სერბეთზე ისე აღელდა ხალხი, გეგონება, ჩვენთან უნივერსიტეტები ისეთივე პოლიტიკურად აქტიურები არიან, როგორც იქ, და აი, ცოტაც და პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდებიან. პროტესტი კი არა, პოლიტიკური დებატების ჩატარების ეშინიათ ჩვენს უნივერსიტეტებს, ხოლო პროტესტების დროს არდადეგებს აცხადებდნენ. ასე რომ, სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება. ეს არის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან ცუდი შედეგი, რადგან ლულას ბრაზილია კომუნისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. ჩვენი მტერი კი, პირველ რიგში, ზუსტად რომ კომუნიზმი და სხვა სოციალისტური შხამია, რომელიც ადამიანის ტვინებს წამლავს. იყო შანსი, რომ ერთი ამორალური რეჟიმით ნაკლები იქნებოდა სამყაროში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – წერს რაქვიაშვილი.