ალექსანდრე რაქვიაშვილი - რატომ ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ოცნებას?“ თავად უნდა ახსნან, ეს სისულელის შედეგია, მოსყიდული არიან თუ ვერ ხვდებიან, რა აკეთონ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - რატომ ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ოცნებას?“ თავად უნდა ახსნან, ეს სისულელის შედეგია, მოსყიდული არიან თუ ვერ ხვდებიან, რა აკეთონ

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ქცევა „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ძალები მოიკრიბოს და ღრმა კრიზისიდან გამოვიდეს.

რაქვიაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცოტა პოლიტიკოსია და არ ესმით, პარლამენტში რა უნდა აკეთონ.

„რატომ ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას?“ ეს მათი სისულელის შედეგია, მოსყიდულები არიან თუ ვერ ხვდებიან, პოლიტიკაში რა აკეთონ, თავად უნდა ახსნან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია. „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობაა და ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდების იმედზეა, არ აღელვებთ მათი ბედი, ის, რომ ახალგაზრდებს წაიყვანენ და უფასო მუშახელად გამოიყენებენ. ჩემი აზრით, არაგულწრფელობა და პოლიტიკისგან დისტანცირება, სულ მცირე, პოლიტიკურად დასჯადი უნდა იყოს. მგონი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცოტა პოლიტიკოსია და არ ესმით, პარლამენტში რა უნდა აკეთონ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.