ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჯარში ადამიანების იძულებით წაყვანა მონობის სახეობაა, მონობისგან დაცვა მნიშვნელოვანი ვალდებულებაა და სხვების წყენები არ მაინტერესებს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჯარში ადამიანების იძულებით წაყვანა მონობის სახეობაა, მონობისგან დაცვა მნიშვნელოვანი ვალდებულებაა და სხვების წყენები არ მაინტერესებს

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სავალდებულო ჯარში ადამიანების იძულებით წაყვანა მონობის სახეობაა.

„მონობა არ შეიძლება და ამორალურია. ამაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. აფხაზეთში ბიძაჩემიც იბრძოდა და მისი განცხადება მიუღებელია, რის გამოც მას მატყუარა ვუწოდე. როცა ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ ჯარში მიჰყავთ, მონაა. ვინც თავის ქვეყანას თავისი ნებით იცავს, ის შეიძლება იყოს პატრიოტი და გმირი, რომელსაც პატივი უნდა სცე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ჯარისკაცებს პატივს არ სცემს.

„სრულიად ნორმალურად მიიჩნევს, რომ ადამიანი ჯარში გაიწვიოს და 125 ლარი გადაუხადოს. მათთვის ეს არის პატრიოტიზმი. ჩვენ როცა ვამბობთ, ადამიანს იმდენი უნდა გადაუხადო, თავისი ნებით მივიდეს ჯარში, გვეუბნებიან, რომ ჯარს შეურაცხყოფას ვაყენებთ. მონობისგან დაცვა მნიშვნელოვანი ვალდებულებაა და სხვების წყენები არ მაინტერესებს, თუ გინდათ, გენერალი იყოს. სავალდებულო გაწვევა მონობა იქნება, ვისაც რა უნდა, თქვას“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„გირჩი“ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს აპროტესტებს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.