ალექსანდრე რაქვიაშვილი - ამ ყველაფრის მეც არაფერი მესმის
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ამ ყველაფრის მეც არაფერი მესმის

მეც არაფერი მესმის ამ ყველაფრის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი მმართველი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კრისტიან დანიელსოსნის შეხვედრას გამოეხმაურა.

„ყოველთვის მეგონა, რომ პოლიტიკოსობა – საჯარო პროფესიაა და ახლა მიმტკიცებენ, რომ თურმე საჯარო ლაპარაკი, საშიშია. მეც არაფერი მესმის ამ ყველაფრის“, – წერს რაქვიაშვილი.

ამასთან, „გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც ცხრასაათიან შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ. „არ მესმის საერთოდ, რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ყოველთვის მეგონა, რომ პოლიტიკოსობა – საჯარო პროფესიაა და ახლა მიმტკიცებენ, რომ თურმე საჯარო ლაპარაკი, საშიშია. მეც არაფერი მესმის ამ ყველაფრის.

Posted by Alexander Rakviashvili on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021