ალექსანდრე მოწერელია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს გაეცნო
ალექსანდრე მოწერელია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილე ირაკლი ჯიქიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სეტყვისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.

წუხელ, მარტვილის მუნიციპალიტეტში სეტყვამ დიდი ჭყონისა და სალხინოს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ვაზი, თხილი და სიმინდის ყანები დააზიანა. ასევე დაზიანდა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.