ალექსანდრე მერკვილაძის 27 ქულა და „დონარ გრონინგენის“ გამარჯვება BNXT ლიგაში #1TVSPORT

11:01, 01.11.2026

ნიდერლანდებისა და ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატში (BNXT ლიგა) ალექსანდრე მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად „ლეიდენი“ 96:83 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

მერკვილაძემ მოედანზე 33 წუთი და 17 წამი გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„დონარ გრონინგენის“ შემადგენლობაში მერკვილაძის შემდეგ ყველაზე შედეგიანი კევონ გოდვინი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა.

გრონინგენულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და BNXT ლიგაში ხუთი მატჩის შემდეგ სამი მოგება და ორი მარცხი აქვს.

მსგავსი