ალექსანდრე მერკვილაძის 11 ქულა - „ოსტენდემ“ „ბელფიუს მონსი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბენილუქსის ჩემპიონატის, BNXT ლიგის მორიგ ტურში ალექსანდრე მერკვილაძის „ოსტენდემ“ საკუთარ არენაზე „ბელფიუს მონსი“ 81:60 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
„ოსტენდეს“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნოამ იააკოვი იყო, მან 21 ქულა დააგროვა.
„ოსტენდეს“ ანგარიშზე 24 მოგება და 7 მარცხია. გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ტიტულის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს.
შემდეგ შეხვედრას „ოსტენდე“ 3 მაისს სტუმრად „გრონინგენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.