ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგია-ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში 17 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგია-ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში 17 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებულ ჩემპიონატში ალექსანდრე მერკვილაძის „ოოსტენდემ“ „როტერდამს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 102:44.

ახალგარდა ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, 21 წუთი ითამაშა და მატჩი 17 ქულით დაასრულა, რასაც 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა.

მასზე მეტი მხოლოდ ოოსტენდელმა ჰარის ბრატანოვიჩმა ჩააგდო – 19 ქულა.

მერკვილაძის გუნდს ბელგია-ნიდერლანდების ჩემპიონატში 17 მოგება, 5 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 10 მარტს „ანტვერპენის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. სწორედ ეს გუნდია 18 მოგებით პირველ ადგილზე.