ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომლებსაც იტალიიდან თავისი მოქალაქეები სპეცრეისებით გამოჰყავს
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომლებსაც იტალიიდან თავისი მოქალაქეები სპეცრეისებით გამოჰყავს

საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომლებსაც იტალიიდან თავისი მოქალაქეები სპეცრეისებით გამოჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან, მუდმივად აწვდის მათ ინფორმაციას, მიწოდებულია ყველა მგზავრისთვის ინსტრუქცია, სად უნდა გამოცხადდნენ და როგორი ფორმით მოხდება მათი თვითმფრინავებში განთავსება.

„ალბათ ადევნებთ თვალს სხვადასხვა მედიასაშუალებას, არცერთ ქვეყანას ასეთი მეთოდით თავისი მოქალაქეები არ გამოჰყავს. საქართველო ერთადერთი თუ არა, შემიძლია ვთქვა, იმ მცირე ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

როგორც ცნობილია, იტალიაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, თვითმფრინავები, რომელთა საშუალებით იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, კარგად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება და საჭირო ნივთი.