ალექსანდრე იაშვილი - საფრანგეთთან მატჩზე გულშემატკივრების დასწრების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - საფრანგეთთან მატჩზე გულშემატკივრების დასწრების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს #1TVSPORT

ჯერ კიდევ უცნობია, ფუტსალში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს გულშემატკივარი დაესწრება თუ არა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 9 აპრილს თბილისში საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

„საფრანგეთთან მატჩს გულშემატკივარი დაესწრება თუ არა, ამას ჯერ ვერ გეტყვით. ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ესპანეთთან დავინახეთ, თუ რა ძალა აქვს მაყურებელს. ამიტომ მაყურებლის დასწრება ჩვენ ძალიან გვინდა. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში როგორი ვითარება იქნება. ზუსტი პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრე იაშვილმა.