ალექსანდრე გრუშკო - ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას აგრძელებს, საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურას
ალექსანდრე გრუშკო - ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას აგრძელებს, საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურას

ნატო აგრძელებს მზადებას რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების კურსს.

„რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების კურსს, მათ შორის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით. რაც შეეხება ნატო-ს ზოგად კურსს, ის საფრთხეს უქმნის, როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე გრუშკოს თქმით, ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება.

„სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ჩვენი წინადადებები შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს“, – აღნიშნა გრუშკომ.