ალექსანდრე ფევაძემ „გრან კანარიას“ „ვალენსიასთან“ მოაგებინა #1TVSPORT
ალექსანდრე ფევაძემ „გრან კანარიას“ „ვალენსიასთან“ მოაგებინა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონ LEB Silver-ში კანარელები „ვალენსიას“ ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 38 წუთი გაატარა, 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

LEB Silver-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში „გრან კანარია II“ (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს შინ, „რეალ კანოესთან“ ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი