ალექსანდრე დარახველიძე - პოლიციელი დაცულია კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს
ალექსანდრე დარახველიძე - პოლიციელი დაცულია კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს

კანონის თანახმად, შეკრება-მანიფესტაცია თუ არის მშვიდობიანი, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ როგორც კი ის მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს შესაბამისად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, პოლიციელზე თავდასხმა კანონით აკრძალულია.

„პოლიციელი დაცული არის კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. ასეთი ქმედება თუ იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები შესაბამისად იმოქმედებენ.

ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და ყველა იმ კანონში, რომლითაც ვმოქმედებთ. ეს არის შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონი, ასევე პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც გვავალდებულებს, თუ შეკრება-მანიფესტაცია არის მშვიდობიანი, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ როგორც კი პროტესტი გასცდება დასაშვებ ფარგლებს, მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, განხორციელდება შენობის შესასვლელების ბლოკირება და ინდივიდუალური თავდასხმები კონკრეტულ პირებზე, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს შესაბამისად. ეს არის ჩვენი გეგმა, ასე ვმოქმედებთ დიდი ხანია, ასე ვმოქმედებთ ბოლი დღეების განმავლობაში და ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.