ალექსანდრე დარახველიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტს ვგმობთ, ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ ქმედებას
ალექსანდრე დარახველიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტს ვგმობთ, ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ ქმედებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა და სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ ქმედებას.

„ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, ვგმობთ მის ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ ქმედებას. საერთაშორისო სამართლით შესაბამისი ღონისძიებები არის გათვალისწინებული და სახელმწიფო იმ ნორმების შესაბამისად იმოქმედებს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.