ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა და სერბეთში დაბრუნდა
ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა და სერბეთში დაბრუნდა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა. ამის შესახებ სერბული მედია წერს.

სერბეთის პრეზიდენტი აშშ-ში 30 აპრილს ჩავიდა და ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავდა, ასევე შეხვედრები უნდა გამართულიყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან.

ვუჩიჩი შეუძლოდ 2 მაისს გახდა, ის სამედიცინო კვლევების შემდეგ სერბეთში გაემგზავრა.